ვიზიტორების მიღების დროები და რეგულაციები დეტმონდის იუსტიციის სააღსრულებო დაწესებულებისათვის

შემდეგი წესი მოქმედებს ყოველთვის:  

დასვენების დღეებში, რომლებიც არ ემთხვევა შაბათს ან კვირას, ვიზიტი აკრძალულია.

ვიზიტორებისათვის მიღების საათების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ გერმანულ ენაზე ტელეფონის ნომერზე 05231/614-275 ან ვიზიტორების განყოფილებაში მისვლის დროს.

ვიზიტორებს ესაჭიროებათ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვიზიტამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე გაიარეთ რეგისტრაცია იუსტიციის სააღსრულებო დაწესებულების შესასვლელთან. არასრულწლოვნებს იუსტიციის სააღსრულებო დაწესებულებაში ვიზიტი შეუძლიათ მხოლოდ უფროსების თანხლებით.

შესაძლებელია თან იქონიოთ მხოლოდ მაქსიმუმ 17 € (50 Cent/ 1 Euro) მონეტების სახით, რათა ავტომატში შეძლოთ ტკბილეულის, თამბაქოს ან სასმელის შეძენა.

წინასწარი თანხმობის შემდეგ:

შესაძლებელია თეთრეულის (ტანსაცმლის) შეტანა პაკეტებით. პაკეტზე მითითებული უნდა იყოს პატიმრის სახელი და გვარი და პაკეტის შიგთავსი. ტელევიზორი, რადიო და ა.შ. შესაძლებელია შეიტანოთ იუსტიციის სააღსრულებო დაწესებულებაში მოქმედი წესების შესაბამისად.

სასჯელაღსრულების დაწესებულებისა და წინასწარი საგამოძიებო დაწესებულების პატიმრებთან სტუმრობა, რომელთა მიმართაც სასამართლოს / პროკურატურის მიერ შეწყვეტილია აუდიო კონტროლი

კვირაში 1x ვიზიტი (ხანგრძლივობა: 60 წთ.), მათგან 2 ვიზიტი თვეში კვირის ბოლოს. ვიზიტის ადგილია ვიზიტორთა ოთახი. სისხლის სამართლებრივი პატიმრობის შემთხვევაში ვიზიტების დაგეგმვა ხდება პატიმრის შეხედულებისამებრ, თავდაპირველად საჭიროა მისი თანხმობა დაწესებულებაში ვიზიტორების მიღებაზე. წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების შემთხვევაში ვიზიტორები საჭიროებენ სასამართლოს / პროკურატურის თანხმობას მანამ, სანამ სასამართლოს / პროკურატურის შეზღუდვები მთლიანად არ მოიხსნება.

ვიზიტის დროები:

კვირის დღე

დილა

ნაშუადღევი

ორშაბათი

9:00 - 11:45 სთ

13:00 - 15:45 სთ

სამშაბათი

9:00 - 11:45 სთ

13:00 - 15:45 სთ

ოთხშაბათი

9:00 - 11:45 სთ

13:00 - 15:45 სთ

ხუთშაბათი

-

13:00 - 20:15 სთ

პარასკევი

9:00 - 11:45 სთ

13:00 - 15:45 სთ

შაბათი & კვირა

-

13:30 - 14:45 სთ

 

ვიზიტორთა რეგულაციები იმ პატიმრების შემთხვევაში, რომლებზეც გაცემულია აუდიო კონტროლის ბრძანება

ვიზიტის ნებართვის მიღების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს სასამართლოში ან შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილ პროკურატურაში. ნებართვის მიღების შემდეგ ვიზიტის დრო შეთანხმებული უნდა იქნას ნომერზე 05231/614-275.

კვირაში 1x ვიზიტი (ხანგრძლივობა: 30 წთ.). ვიზიტის დაგეგმვა ხდება პატიმრის შეხედულებისამებრ, ის თავად უნდა დაეთანხმოს დაწესებულების მიერ ვიზიტის გაცემას. ვიზიტს აკონტროლებს დაწესებულების თანამშრომელი და ის უნდა მიმდინარეობდეს გერმანულ ენაზე. თუკი ეს შეუძლებელია, საჭიროა ვიზიტორმა თავად მოიყვანოს ნაფიცი თარჯიმანი.


ვიზიტის დროები:

კვირის დღე

დილა

ნაშუადღევი

ორშაბათი

9:00 - 10:30 სთ.

13:00 - 14:30 სთ.

სამშაბათი

9:00 - 10:30 სთ.

13:00 - 14:30 სთ.

ოთხშაბათი

9:00 - 10:30 სთ.

13:00 - 14:30 სთ.

ხუთშაბათი

-

13:00 - 20:15 სთ

პარასკევი

9:00 - 10:30 სთ.

13:00 - 14:30 სთ.

შაბათი & კვირა

-

-

უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე შეუძლებელია, დეტმონდის იუსტიციის სააღსრულებო დაწესებულების პატიმრებს გადაეცეს ნაღდი ფული.

აქედან გამომდინარე გთავაზობთ შესაძლებლობას, რომ ფული გადარიცხოთ შემდეგ ბანკში:

ბანკი: ჰანოვერის საფოსტო ბანკი

IBAN: DE95 2501 0030 0309 4503 09

BIC: PBNKDEFF

მნიშვნელოვანია:

გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ გადარიცხვის ფორმულარში მითითებული უნდა იყოს დეტმონდის იუსტიციის სააღსრულებო დაწესებულების მიმღები პირი და მისი მონაცემების - სახელი და გვარი, დაბადების თარიღი  და ვიზიტის ნომერი - მითითება საჭიროა დანიშნულებაში.

ნიმუში

SEPA Überweisungsträger